საქართველოში საკრედიტო ბარათების ბაზარი დაახლოებით 500 მილიონი ლარია.
ქვეყნის საერთო მოსახლეობის რაოდენობასთან შეფარდებით ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. საკრედიტო ბარათი მინიმუმ 500 ლარიანი ლიმიტით მოსახლეობის დიდ ნაწილს აქვს. ზოგადად, საკრედიტო ბარათი თანამედროვე სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საბანკო პროდუქტია. ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში სამომხმარებლო სესხი ფაქტობრივად არ არსებობს და ყველა საკრედიტო ბარათს იყენებს. რაც შეეხება სესხებს, არსებობს კონკრეტული მიზნობრივი: ავტო, იპოთეკური ან ბიზნეს სესხი. ხოლო სამომხმარებლო სესხი პოსტსაბჭოთა ქვეყნების სახასიათო პროდუქტია. ეს ტენდენცია საქართველოში ნელ-ნელა იცვლება და საკრედიტო ბარათი უფრო და უფრო პოპულარული პროდუქტი ხდება ისევე, როგორც ეს დასავლურ ქვეყნებშია. თუმცა აღსანიშნავია, რომ საქართველოში საკრედიტო ბარათი სხვა საკრედიტო პროდუქტებთან შედარებით დაბალი ლიმიტით (მაქსიმუმ 20,000 ლარი) და მაღალი საპროცენტო განაკვეთით ხასიათდება (26%-30%).
საკრედიტო ბარათების ბაზრის განვითარების და სამომხმარებლო სესხის ჩანაცვლების მიზნით, ცოტა ხნის წინ „ვითიბი ბანკმა“ სრულიად ახალი პროდუქტი შესთავაზა ბაზარს. V Card-ს სხვა საკრედიტო ბარათებთან შედარებით ბევრად მოქნილი პირობები აქვს. თუ თქვენ უკვე გაქვთ საკრედიტო ბარათი ან აპირებთ მის აღებას, აუცილებლად უნდა იცოდეთ:
- დღეს ქართულ ბაზარზე არსებული საკრედიტო ბარათების საშუალო წლიური საპროცენტი განაკვეთი 26-30%-ია. ამ დრომდე ბაზარზე არსებული საუკეთესო პირობა 18% იყო, თუმცა ის მხოლოდ ერთეულებს ჰქონდათ. რეალურად ეს ძალიან მაღალი პროცენტია იმის გათვალისწინებით, რომ სამომხმარებლო სესხის საპროცენტო განაკვეთი 14-15%-ია, არამიზნობრივი იპოთეკური სესხის -10-12% და მიზნობრივი იპოთეკურის - 8-10%. „ვითიბი ბანკმა“ მნიშვნელოვნად შეამცირა საპროცენტი განაკვეთი და V Card-ის შემთხვევაში ის 16,9%-ია (ეფექტური 19,7%).
- საკრედიტო ბარათების მთავარი არსი სავაჭრო ობიექტებში გამოყენებაა და არა მასზე არსებული თანხის განაღდება. სწორედ ამიტომ საკრედიტო ბარათებს განაღდების მაღალი საკომისიო, დაახლოებით, 3% აქვთ. ტერმინალებში გატარება კი უფასოა. რეალურად, საქართველოში სულ სხვა რეალობაა და საკრედიტო ბარათებს ბევრი მფლობელი თანხის განაღდებისთვის იყენებს. სწორედ ამიტომ „ვითიბი ბანკმა“ განაღდების საკომისიო მნიშვნელოვნად შეამცირა და შესაბამისად ვითიბის და პარტნიორი ბანკების ბანკომატებში მხოლოდ 1%-ია
როგორც ითქვა, ქართულ ბაზარზე საკრედიტო ბარათის მაქსიმალური ლიმიტი 20 000 ლარი იყო, V Card-ის შემთხვევაში კი ეს ციფრი 30 000 ლარია. ბანკის მიზანი იყო, რომ სამომხმარებლო სესხისთვის გაეწია კონკურენცია და სწორედ ამიტომ მომხმარებელს მაღალი საკრედიტო ლიმიტი შესთავაზა.
- V Card-ის კიდევ ერთ უპირატესობას წარმოადგენს, ის რომ იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელს აღარ სურს საკრედიტო ბარათის ფლობა, შეუძლია ის მარტივად გადააკეთოს სამომხმარებლო სესხად და ისარგებლოს სამომხმარებლო სესხის სტანდარტული პირობებით.
- ქართულ ბაზარზე საკრედიტო ბარათების ყოველთვიური შენატანი ათვისებული თანხის 5-10% შეადგენს. „ვითიბი ბანკმა“ კი ეს ციფრიც შეამცირა, რომ მომხმარებლისთვის გადახდა გაემარტივებინა და 2% გახდა.
- საკრედიტო ბარათის გამოყენების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სარგებელი ისაა, რომ თანხის ხარჯვის დროს ბონუს ქულები გიგროვდებათ. ქულების რაოდენობა დამოკიდებულია ბანკსა და იმ ობიექტზე, სადაც ტერმინალით იხდით. შემდეგ კი ქულების დახარჯვა კონკრეტულ ობიექტებსა და კონკრეტულ პროდუქციაზე შეგიძლიათ. ეს საკმაოდ კარგი შეთავაზებაა, თუმცა მომხმარებელში მაინც იწვევს გაურკვევლობას, ჩნდება კითხვები: რამდენი ქულა რამდენი ლარია, სად შეიძლება დახარჯვა, როგორ უნდა დახარჯო... V Card-ის გატარების დროს კი მომხმარებელს დახარჯული თანხის 1% საბონუსე ანგარიშზე უბრუნდება და მისი გამოყენება ნებისმიერი დანიშნულებითაა შესაძლებელი. შეუძლია გადაიხადოს კომუნალური გადასახადები და ან თუნდაც, გაანაღდოს. თუ კარგად დაფიქრდებით, საკრედიტო ბარათის ბევრად უფრო ეფექტურად გამოყენება შეგიძლიათ, ვიდრე მისი მხოლოდ ფინანსური კრიზის დროს გამოყენებაა. თუ თქვენ რეგულარულად გადაიხდით ტერმინალებში V Card-ით და საშეღავათო პერიოდის გასვლამდე მას გაანულებთ, არც საკომოსიოს გადახდა მოგიწევთ და არც პროცენტის. სანაცვლოდ დაგერიცხებათ ბონუს თანხა, რომელსაც სურვილისამებრ გამოიყენებთ.
თუ თქვენ ჯერ კიდევ არ გაქვთ საკრედიტო ბარათი, ნამდვილად დროა, ის აიღოთ. რადგან გაუთვალისწინებელი ხარჯებისგან დაზღვეული არავინაა. ასეთ შემთხვევაში კი მარტივად ისარგებლეთ უკვე არსებული ლიმიტით და აღარ მოგიწევთ სტანდარტული პროცედურების გავლა, ბარათის დაბეჭდვის ლოდინი.
V Card -ის აღება შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელსაც აქვს დადასტურებული შემოსავალი ხელფასის, იჯარის, დივიდენდის ან გზავნილის სახით. ამასთან ერთად თუ თქვენ გაქვთ 2019 წლამდე აღებული ნებისმიერ საკრედიტო ბარათი, მარტივად დამატებითი დოკუმენტაციის გარეშე შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ თქვენი ძველი ბარათი ბევრად მომგებიანი V Card -ით, ისარგებლოთ გაუმჯობესებული პირობებით, დააგროვოთ ბონუსად დაბრუნებული თანხა და გამოიყენოთ თქვენთვის სასურველ დროს.