„მოსავალი დროულად უნდა იყოს დაბინავებული“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე კახეთში მიმდინარე რთველთან დაკავშირებით განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, დღეს მინისტრთა კაბინეტი სწორედ აღნიშნულ პროცესს განიხილავს.
„ორ მნიშვნელოვან საკითხს განვიხილავთ: პირველი - ეს გახლავთ კახეთში მიმდინარე რთველი და ლევან დავითაშვილი მოგვახსენებს ამაზე. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ის გამოწვევები, რომელიც დღეს კახეთში არსებობს. უკვე გვქონდა ერთი სამუშაო შეხვედრა შესაბამისი შტაბის წარმომადგენლებთან, თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, მოსავალი უნდა იყოს დროულად დაბინავებული, ეს ლევან დავითაშვილმა ძალიან კარგად იცის“,- განაცხადა გიორგი გახარიამ და იქვე დასძინა, რომ რთველთან დაკავშირებულ დამატებით ინფორმაციას მინისტრი მედიის წარმომადგენლებსაც მიაწვდის.