სათავგადასავლო ტურიზმის მსოფლიო სამიტზე (ATWS) დარბაზში, ხმათა უმრავლესობით, საქართველოზე შექმნილმა სარეკლამო რგოლმა გაიმარჯვა. ვიდეომ პირველი ადგილი აიღო.
„ვულოცავ გამარჯვებას ჩვენს ქვეყანას, გუნდს და ყველა იმ ადამიანს ვისაც წვლილი მიუძღვის ამ დიდ და საამაყო საქმეში!
ჩვენი ქვეყნის პოზიციონირებისთვის უდიდესი მიღწევაა!“, - წერს საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.
გამარჯვებას სოციალურ ქსელში ვიდეოს მთავარი პერსონაჟიც გამოეხმაურა.
„ეს ახალი ამბავი ნამდვილად გასაზიარებელი და აღსანიშნია, ვულოცავ მთელს საქართველოს,ტურზმის ეროვნულ ადმინისტრაციას,ვიდეო რგოლის გადამღებ ჯგუფს, საკუთარ თავს და ჩემს ბებოს,რომ ამ ვიდეომ,რომელიც სათავგადასავლო ტურიზმის მსოფლიო სამიტზე, შვედეთში, იყო წარდგენილი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ (ვიდეო რგოლი არის საქართველოს შესახებ, სახელწოდებით „ერთი სისხლი“- "ONE BLOOD”, რომლის სიუჟეტიც გამოდსცემს ამბავს ჩემი ინსპირაციის შესახებ ფრენასთან დაკავშირებით, რომელიც გენეტიკურად გადმომეცა ჩემი ბებოსგან, მის მიერ გაზიარებულ მრავალ თამბრუდამხვევ ფრენის ისტორიასთან ერთად. გილოცავთ, ვიდეო რგოლმა აღნიშნულ სამიტზე კონკურსში პირველი ადგილი აიღო და ამ წარმატებამ, წესით მეტი თავგადასავლების მაძიებელი ტურისტი უნდა მოიზიდოს ჩვენს ქვეყანაში“, - წერს პერსონალური ბლოგერი Avia Vlog-ი.