რას ყიდის და ყიდულობს საქართველო - ტოპ-3 პროდუქტი

2019 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 126.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.01 პროცენტით მეტია.

აქედან ექსპორტი 2 411.6 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (12.4 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 5 714.5 მლნ. აშშ დოლარს (4.4 პროცენტით ნაკლები).

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა - 430.6 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 17.9 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები - 381.5 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 15.8 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები - 207.1 მლნ. აშშ დოლარით (8.6 პროცენტი).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი კი ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო, რომლის იმპორტმაც - 474.0 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 8.3 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა მსუბუქი ავტომობილები - 423.8 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.4 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრანტები - 375.4 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.6 პროცენტი).

თაია არდოტელი