საქართველოს გამოკითხული მოსახლეობის 46 % ფიქრობს, რომ რუსეთის მიერ სამგზავრო ფრენების აკრძალვა უარყოფითად აისახება საქართველოში ტურიზმზე, მაგრამ ტურისტული ინდუსტრია დაძლევს ამ გამოწვევას, - ამის შესახებ NDI-ის კვლევაშია აღნიშნული.
ამავე კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 34 % ფიქრობს, რომ ეს აკრძალვა უარყოფითად აისახება ტურიზმზე და ტურისტული ინდუსტრია ვერ დაძლევს ამ გამოწვევას.
მხოლოდ 1% ფიქრობს, რომ ეს აკრძალვა დადებითად აისახება ქართულ ტურიზმზე, ხოლო 9 %-ის აზრით, ამ აკრძალვას არ ექნება გავლენა ქართულ ტურიზმზე.
გამოკითხული მოსახლეობის 9 %-მა არ იცის პასუხი კითხვაზე, ხოლო უარს კითხვაზე პასუხის გაცემისგან გამოკითხულთა 1 % ამბობს.
NDI-ს კვლევა 13-29 ივლისის პერიოდში ჩატარდა. გამოკითხული იყო 2131 პირი. ცდომილების ზღვარი +-1,7 პროცენტია.