საერთაშორისო ჯგუფ „ვიონი“-ს წევრი "ბილაინი" Ad Black Sea 2019 -ის პარტნიორია. კომპანია "ბილაინის" ცნობით, რეკლამის საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც უკვე მეხუთე წელია ტარდება, დღეს იღებს სტარტს ბათუმში და 21 სექტემბრამდე გრძელდება.
Ad Black Sea 2019 -ის ფარგლებში "ბილაინი", ფესტივალის მონაწილეებისთვის ჩანახატების კონკურსს ატარებს, რომლის გამარჯვებულებიც დაჯილდოების ცერმონიაზე, 21 სექტემბერს დასახელდებიან.
Ad Black Sea -ს ტრადიციულად ესწრებიან ქართული და საერთაშორისო კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლები. წელს დამსწრეთა რიცხვი რეკორდულია - 800 მეტი დელეგატი, 17 სხვადასხვა ქვეყნიდან. ფესტივალზე წარმოდგენილია როგორც საკონკურსო, ისე საგანმანათლებლო და „ნეთვორქინგის“ ნაწილი. საკონკურსო განაცხადებს რეკლამის სფეროში მოღვაწე მსოფლიო დონის პროფესიონალებისგან შემდგარი ჟიური შეაფასებს.