ფედრეზერვმა საპროცენტო განაკვეთი წელს მეორედ დასწია

აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ საპროცენტო განაკვეთი წელს მეორე დასწია. ამჯერად მისი დაწევა 25 პუნქტით მოხდა და შეადგენს 1,75-2%-ს.

საპროცენტო განაკვეთის 1,75-2%-ის მიზნობრივ დიაპაზონში დაწევას ხმა კომიტეტის 10 წევრიდან შვიდმა მისცა.

ფედრეზერვი ამერიკის ეკონომიკის მდგრად ზრდას პროგნოზირებს, ასევე ძლიერ შრომით ბაზარს და 2%-მდე ინფლაციას. მისივე პროგნოზით, შენარჩუნდება სამუშაო ადგილების ზრდა და უმუშევრობის კლების ტენდენცია.

როგორც ცნობილია, საპროცენტო განაკვეთის დაწევას უკვე წლებია ითხოვს ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, თუმცა ფედრეზერვი დამოუკიდებელი ორგანოა და ის გადაწყვეტილებებს საკუთარი პოლიტიკის შედეგად იღებს. ახლა კი პრეზიდენტმა აღნიშნული გადაწყევტილება მოიწონა და მას „ტვიტერით“ გამოეხმაურა.

კოკა კვირკველია