საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, მდინარე სენაზე პირველი „მფინავი ტაქსი“ გამოსცადეს. ამის შესახებ სტატიას Euronews აქვეყნებს.
მფინავი ტაქსს The Bubble ეწოდება და მას ფრანგი მეცნიერები და ინჟინრები წლების განმავლობაში ქმნიდნენ. ის წყალში ე.წ ფრთების მეშვეობით გადაადგილდება და მთლიანად ელექტრონერგიაზე მუშაობს.
The Bubble-ის აწყობა 200 000 ევრო დაჯდა. მეცნიერების განცხადებით, ის გარემოს სრულიად არ აზიანებს და ეკოლოგიურად სუფთაა. ამასთან, აპარატს 33 კმ.სთ სიჩქარის განვითარება შეუძლია.
მისი შემქმნელები აღნიშნავენ, რომ The Bubble-ის ტესტირებამ წარმატებით ჩაირია და ტრანპორტი მუშაობას 2020 წლის გაზაფხულიდან დაიწყებს. მათი აზრით, „მფრინავი ტაქსები“ ისეთ გადატვირთულ ქალაქებს, როგორიც პარიზია, მნიშვნელოვნად დაეხმარება და სატრანპორტო გადაადგილებას მკვეთრად შეამსუბუქებს.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს პარიზში მეტროს 16 ხაზზე ყოველდღიურად 650 მატარებელი მოძრაობს, საცობები ქალაქის გადაუჭრელ პრობლემად ითვლება. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით პიკის საათის დროს საფრანგეთის დედაქლაქში 4.7 მილიონი ადამიანი მგზავრობს.
ამიტომ „მფრინავი ტაქსის“ შემქმნელების აზრით, მდინარე სენას ათვისება და ახალი სახის ეკოლოგიურად სუფთა ტრანპორტის გამოჩენა პარიზში საცობების განტვირთვას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. აღსანიშნავია, რომ ქალაქის საბჭოს 2030 წლამდე ყველა სახის საწვავზე მომუშავე სატრანპორტო საშუალების აკრძალვა სურს.