ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, მთავრობა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, ნდობის გამოცხადების დღიდან აქტიურ რეჟიმში მუშაობს მომავალი წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებზე.
როგორც ცქიტიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, 2020 წლის ბიუჯეტის მთავარი ამოცანა ადამიანების კეთილდღეობის ამაღლება და მათთვის ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნაა.
„დეტალურად გავდივართ ყველა სამინისტორს სურვილებს. მოგეხსენებათ რომ მთლიანი ბიუჯეტი დგება იმ ინიციატივებისა და პროგრამებისგან, რომელსაც ესა თუ ის სამინისტრო აპირებს რომ განახორციელოს, გააგრძელოს დაწყებული საქმე ან დაიწყოს ახალი პროექტები. პირველ რიგში, როდესაც ვსაუბრობთ მოქალაქეზე ორიენტირებულ ბიუჯეტზე, რა თქმა უნდა, ვგულისხმობთ ყველაზე დაუცველ სოციალურ ჯგუფებზე ზრუნვას. რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ეს იქნება წყალმომარაგება რეგიონებში, საგზაო სამუშაოები, საბავშვო ბაღები თუ ამბულატორიები, ამ შემთხვევაშიც მთავარი ამოცანა ადამიანების კეთილდღეობის ამაღლება და მათთვის ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნაა,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.