უკრაინის პრემიერის ალეკსეი გონჩარუკის განცხადებით, უკრაინაში მიწების გასხვისება 2020 წლის ოქტომბრიდან, მას შემდეგ განახლდება, რაც უკრაინის პარლამენტი შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.
პრემიერი იმედოვნებს, რომ უკრაინის ცენტრალური ბანკი პროცენტებს შეამცირებს და უკრაინელებს მიეცემათ საშუალება მიწები შეიძინონ.
როგორც აგრობიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრისას უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, უკრაინაში მიწების შესყიდვას მხოლოდ უკრაინის მოქალაქეები და უკრაინული კომპანიები შეძლებენ.
მოამზადა ეკა გადახაბაძემ