კომპანია „Apple“ - მა საქართველოში ახალი iPhone - ბის გაყიდვა ევროპის ბაზარზე გაყიდვამდე, ანუ 27 სექტემბრამდე აკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას Apple - ის ოფიციალური პარტნიორი კომპანია „აიპლიუსი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, „Apple“ ოფიციალური iPhone-ების გაყიდვებს საქართველოში 27 სექტემბრიდან იწყებს, ახალ მოდელებზე წინასწარი შეკვეთები კი, 20 სექტემბრიდან დააანონსდა.
„Apple-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში “აიპლიუსი” მომხმარებლებს ურჩევს, ოფიციალურ გაყიდვების დაწყებამდე ნუ შეიძენენ ახალ iPhone-ებს, რადგან აღნიშნულ მოდელებს არ ექნებათ Apple-ის ოფიციალური გარანტია.
27 სექტემბრიდან დაიწყება ოფიციალური iPhone-ების გაყიდვები Apple-ის ოფიციალურ პარტნიორ “აიპლიუსში”. განხსვავავება ოფიციალურ და არაოფიციალურ iPhone-ებს შორის საგარანტიო პირობებია, კერძოდ არაოფიციალურ მოდელებზე არ ვრცელდება Apple-ის ოფიციალური გარანტია, რომელიც მოქმედებს საქართველოსა და ევროპაში.
გარდა ამისა, Apple ოფიციალურ მაღაზიებს 27 სექტემბრამდე ახალი iPhone 11-ის, iPhone 11 Pro-ს და iPhone 11 Pro Max-ის გაყიდვებს უკრძალავს, შესაბამისად, “აიპლიუსი”, როგორც Apple-ის ოფიციალური პარტნიორი ახალი iPhone-ბზე წინასწარ გაყიდვებს 22 სექტემბრიდან, ხოლო გაყიდვებს 27 სექტემბრიდან დაიწყებს
Apple მომხმარებელს მისი პროდუქციის შეძენას იმ მაღაზიებში ურჩევს, რომელიც მითითებულია Apple-ის ვებ-გვერდზე.“ - ნათქვამია ინფორმაციაში.