საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება დაიწყო.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ცნობით, მიმდინარეობს საკანალიზაციო სისტემის მოწყობის სამუშაოები, რომელიც საქართველოში განსახორციელებელი რეგიონული პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.