„ეროვნულ ბანკს და მთავრობას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, შეწყვიტონ მავნებლობა და მიხედონ ლარს, რომელიც საათებში თუ არა, დღე დღეზე მიუახლოვდება 3-იანის ნიშნულს,“ - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს ლარის კურსთან დაკავშირებით განუცხადა.
მისი თქმით, სრული პასუხისმგებლობა ეროვნულ ბანკს და მთავრობას ეკისრება. „მიუხედავად იმისა, რომ ლარი ახლა უკვე გადალახავს 3-იან ნიშნულს, აბსოლუტურად არაფერი გაუკეთებია არც მთავრობას და არც ეროვნულ ბანკს. პირიქით, ეროვნულ ბანკს თავისი უმოქმედობით ხელი არ გაუნძრევია ამ სამი თვის განმავლობაში, ისევე როგორც მთავრობას, რომელიც კვლავ ეწევა ექსპანსიურ საბიუჯეტო ხარჯვებს. ბიუჯეტში ხარჯების კორექტირებაც კი არ უნდათ, რომ ლარს რაღაც უშველონ. ამიტომ სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ეროვნულ ბანკს და მთავრობას იმაზე, თუ რა მოხდება. ეს შემდეგ ფასების ზრდასაც გამოიწვევს, სამუშაო ადგილების შემცირებასაც და ქვეყნიდან ადამიანების გაქცევას. ეროვნულ ბანკს და მთავრობას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, შეწყვიტონ მავნებლობა და მიხედონ ლარს, რომელიც საათებში თუ არა, დღე დღეზე მიუახლოვდება 3-იანის ნიშნულს, რაც უკვე სხვა ტიპის მოლოდინებს ქმნის ბიზნესში,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.