საუდის არაბეთი ერთ-ერთი დაზიანებული ობიექტიდან ნავთობის მიწოდებას თვის ბოლოსთვის განაახლებს

საუდის არაბეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია „საუდი არამკო“ დარწმუნებულია, რომ ქალაქ ხურაისში დაბომბილი ერთ-ერთი ობიექტიდან ნავთობის მოპოვება-მიწოდებას თვის ბოლოსთვის სრულად აღადგენს. კომპანიამ საჭირო მოწყობილობები უკვე გამოიწერა აშშ-დან და ევროპიდან.

„საუდი არამკომ“ ჟურნალისტები მიიწვია დაზიანებულ ობიექტზე და დაათვალიერებინა სარემონტო სამუშაოები. „ჩვენ დღედაღამე ვმუშაობთ“, - განუცხადა ჟურნალისტებს „საუდი არამკოს“ გენერალურმა დირექტორმა ფაჰად აბდულკარიმმა.

ამ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.