ალკოჰოლის საზიანო მოხმარების კატეგორიები - რაშია გამოსავალი?

როდესაც საკითხი ჯანმრთელობას შეეხება, ერთ-ერთი წამყვანი რისკ-ფაქტორი ალკოჰოლის დიდი რაოდენობით გამოყენებაა.

სასმელის ჭარბად მოხმარება ასუსტებს იმუნურ სისტემას. მსმელის ორგანიზმი დაუცველია პათოგენური (ავადმყოფობის წარმომქმნელი) მიკრობებისაგან და ადვილად ავადდება პნევმონიითა (ფილტვების ანთება) და ტუბერკულოზით. ასევე, არსებობს კავშირი, ალკოჰოლის მოხმარების შემდეგ დაუცველ სქესობრივი კავშირების და შედეგად, აივ ინფექციის, ან, სხვა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების განვითარებას შორის.

ალკოჰოლის ჭარბი მოხმარებით გამოწვეული სიკვდილიანობა, ბევრად მაღალია შიდსით (იმუნო დეფიციტის სინდრომი) და ტუბერკულოზით გამოწვეულ სიკვდილიანობასთან შედარებით.

ალკოჰოლი, ადამიანის ყველა ორგანოზე მოქმედებს, განსაკუთრებულ უარყოფით გავლენას კი, ის ახდენს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, თავის ტვინზე და ღვიძლზე. ალკოჰოლის მოხმარება, თავის მხრივ, უკავშირდება ისეთ ფაქტორებს, როგორისაა:

  • ძალადობა და ტრავმა (ფიზიკური და ფსიქიკური);
  • დანაშაული;
  • საკუთარი ან სხივის ჯანმრთელობის ხელყოფა;
  • ავტოსაგზაო შემთხვევები;
  • ინვალიდობა;
  • სიკვდილი;
  • შესაბამისი სოციალური და ეკონომიკური შედეგები;
  • სამედიცინო ხარჯები;
  • ფინანსური ზიანი;
  • სამუშაოს შესრულების დაბალი ხარისხი.

არ არსებობს ალკოჰოლის მოხმარების ისეთი დოზა, რომელიც თქვენი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა, თუმაცა, ალკოჰოლის საზიანო მოხმარებაც შესაძლოა ოთხ ძირითად კატეგორიად დაიყოს.

  • პირველი - ქალების შემთხვევაში, ერთეული ალკოჰოლური სასმელის მიღება - „ბინჯინგი“;
  • მეორე - ნებისმიერი დოზით ალკოჰოლის მიღება 21 წლამდე - „არასრულწლოვანთა სმა“;
  • მესამე - ქალების შემთხვევაში, კვირაში 8, ან მეტი. მამაკაცების შემთხვევაში, 15, ან მეტი ერთეული ალკოჰოლური სასმელის მიღება - „მძიმე სმა“;
  • მეოთხე - ნებისმიერი ალოჰოლური სასმელის მიღება ორსულთა მიერ.

(სტანდარტული ერთეული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით არის ალკოჰოლური სასმელი, რომელიც 10 გრამ სუფთა სპირტს შეიცავს. დაახლოებით, 125 მლ. ღვინო, 330 მლ. ლუდი ან 25 მლ. მაგარი სასმელი.).

კვლევებმა აჩვენა, რომ რაც მეტად ხელმისაწვდომია ალკოჰოლი მოსახლეობისათვის, მით მეტია მისი მოხმარება და შესაბამისად, დიდია მისგან გამოწვეული ზიანიც. როდესაც იკლებს ალკოჰოლის ხელმისაწვდომობა, იკლებს ავადობის და ძალადობის ფაქტებიც. ასევე, ნაკლებია სიკვდილის შემთხვევები.

როდესაც ადამიანი მოიხმარს დიდი რაოდენობით ალკოჰოლს, ზიანი ადგება, არამხოლოდ თავად მსმელს, არამედ, სხვა ადამიანებსაც - უბედური შემთხვევების, ქრონიკული დაავადებების, ინვალიდობის და სიკვდილის სახით.

ხშირ შემთხვევაში, ალკოჰოლურ სასმელებზე ფასების გაზრდა განაპირობებს ალკოჰოლის მოხმარების და ალკოჰოლთან ასოცირებული ზიანის შემცირებას და - პირიქით.