აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს „ფეისბუქის“ აღმასრულებელ დირექტორთან მარკ ცუკერბერგთან შეხვედრის შემდეგ „ტვიტერში“ მის მიმართ თბილი და პოზიტიური დამოკიდებულების გამომხატველი პოსტი დაწერა, რაც პრეზიდენტისთვის დამახასიათებელი არ არის, - ამის შესახებ Business Insider-ი წერს.
დონალდ ტრამპმა მარ ცუკერბერგთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. „დღეს ოვალურ ოფისში „ფეისბუქის“ მარკ ცუკერბერგთან გამართული მშვენიერი შეხვედრა“, - დაწერა მან ფოტოს აღწერაში.
დაუანონსებელი შეხვედრის ნიუსი პირველად, Axios-მა გამოაქვეყნა. „ფეისბუქის“ წარმომადგენელმა Axios-ს განუცხადა, რომ მარკ ცუკერბერგი თეთრ სახლში კანონმდებლებთან ინტერნეტის რეგულაციებთან დაკავშირებულ შეხვედრაზე იმყოფებოდა.
„ფეისბუქი“ პლატფორმაზე არსებული პირადი ინფორმაციის დაცვის საკითხზე რეგულატორებისგან და კანონმდებლებისგან ზეწოლას ისევ განიცდის, მაგრამ ტრამპის პასიური ტონი „ტვიტერზე“ აშკარად ეწინააღმდეგება წინა „ტვიტებს“, რომელიც „ფეისბუქის“ მოწინააღმდეგეებთან შეხვედრის შემდეგ დაწერა“, - წერს Business Insider.
გამოცემა წერს, რომ მიმდინარე წლის აგვისტოსა და მარტში დონალდ ტრამპი Google-ს აღმასრულებელ დირექტორს სუნდარ პიშაის შეხვდა. ტრამპმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ის ძალიან კარგად დასრულდა და აქამდე მასზე არასწორი წარმოდგენა ჰქონდა.
აგვისტოში გამართულ მომდევნო შეხვედრაზე მისი განწყობა შეიცვალა. ტრამპმა გააჟღერა მესიჯები, რომლებშიც პიშაის დასცინოდა, - „ის ბევრს მუშაობდა იმის ასახსნელად, რამდენად მოვწონდი“ და „რამდენად დიდ საქმეს აკეთებდა ადმინისტრაცია“, რომ Google ჩინეთის სამხედრო საქმეში ჩართულები არ არიან, 2016 წელს ჰილარის არჩევნების მოგებაში არ დაეხმარნენ“...
გარდა ამისა, აპრილში დონალდ ტრამპი „ტვიტერის“ აღმასრულებელ დირექტორს ჯეკ დორსის რამდენიმე საათით შეხვდა მას შემდეგ, რაც აღნიშნა, რომ დორსის მიდგომა მის მიმართ ძალიან დისკრიმინაციული იყო, რაც სოციალურ ქსელში გამომწერების რაოდენობის შემცირებას უკავშირდებოდა. „ტვიტერმა“ შეცვალა წესები და გაყინული ანგარიშები გამომწერების სიაში აღარ ჩანს.
ტრამპმა დორსისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ დორსისთან დიდებული შეხვედრა ჰქონდა და ის დიალოგისთვის მზადაა.