თბილისის მერია ტექნიკური სამუშაოების გამო, სასერვერო ინფრასტრუქტურის გათიშვის შესახებ განცხადებას ავრცელებს

ტექნიკური სამუშაოების გამო, 21 სექტემბრის 21:00 საათიდან 22 სექტემბრის 09:00 საათამდე მერიის სასერვერო ინფრასტრუქტურა სრულად გაითიშება.თბილისის მერიის ცნობით, აღნიშნულის შედეგად ვერ იმუშავებს მუნიციპალური ცხელი ხაზი.

„ამ პერიოდის განმავლობაში მერიის დისტანციური მომსახურების სამსახურის თანამშრომლები პირადი ტელეფონებით კონტაქტზე იქნებიან მხოლოდ საპატრულო და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურებთან.

ქალაქ თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!“- აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში.