Amazon-ის ხელმძღვანელმა ჯეფ ბეზოსმა გამოაცხადა, რომ ელექტრომობილების მწარმოებელ კომპანია Rivian-ს 100,000 ელექტრომობილის შეკვეთა მისცა.
ექსკლუზიურად Amazon-სთვის დამზადებული ელექტროვენების წარმოება 2021 წლიდან დაიწყება და 2024 წელს დასრულდება. ავტომობილების წარმოება კომპანიის უკვე არსებულ პლატფორმაზე მოხდება, რომელზეც R1S და R1T მოდელები გამოვა.
ეს არის უმსხვილესი შეკვეთა ნებისმიერი ავტომწარმოებლისთვის, მითუმეტეს ისეთი სტარტაპისთვის, რომელსაც ჯერ მასიური წარმოებისთვის ავტომობილების გამოშვება არც კი დაუწყია. მიუხედავად ამისა, Rivian-მა უკვე მოახერხა თავად Amazon-ისგან და Ford-ისგან ინვესტიციების მოზიდვა.
აღსანიშნავია, რომ Amazon-მა 700 მილიონის ინვესტიციაზე გამოაცხადა, Ford კი 500 მილიონის ინვესტირებას გეგმავს. კიდევ ერთი კომპანია Cox Automotive დამატებით 350 მილიონს ჩადებს ელექტრომობილების სტარტაპში.
Rivian ელექტრომობილების სერიულ წარმოებას მომავალი წლიდან დაიწყებს. ესენია მოდელები R1S SUV და R1T პიკაპი.