იაპონური ტანსაცმლის მწარმოებლი კომპანია Uniqlo ახალ კოლექციას შექმნის, რომელიც გადამუშავებული პლასტიკის ბოთლებისგან დამზადდება. ამის შესახებ The Japan Times იუწეყბა.
ნაწარმის შექმნა დაგეგმილია კომპანი Toray Industries-თან ერთად, რომელიც დაკავებულია ტექნოლოგიებით ორგანული სინთეთიკის ქიმიის მიმართულებით. უტილიზირებული პლასტიკისგან კომპანია აპირებს შექმნას პოლიესტერის ბოჭკო მალშრობადი ქსოვილებისთვის.
პირველ ეკოლოგიურ სამოსს სპორტსმენები მოირგებენ, რომლებსაც კონტრაქტი აქვთ გაფორმებული Uniqlo-სთან. როგორც მოსალოდნელია კოლექცია 2020 წელს გამოვა გაყიდვაში და მის მთავარ მოხმარებლებად გათვლილია ის ხალხი, ვინც ზრუნავს გარემოზე.
სამოსის გაყიდვა მსოფლიოს მასშტაბით კომპანიის ყველა ფილიალში მოხდება.