Bolt-ის "მწვანე გეგმა" ევროპაში გადაადგილებას 100%-ით კარბონ-ნეიტრალურს გახდის. ტრანსპორტირების ევროპულმა პლატფორმა Bolt-მა წარადგინა გეგმა, რომლის მიზანიც გარემოში რაც შეიძლება ნაკლები ნახირორჟანგის გამოყოფაა.
პროექტი გულისხმობს რამდენიმე მილიონი ევროს ინვესტიციას, რომელიც კომპანიის ზრდასა და ეკოლოგიურად სუფთა სულ უფრო მეტი ავტომობილის დამატებას მოხმარდება.
კომპნიის წარმომადგენლები მოსახლეობას ურჩევენ უარი თქვან საწვავზე მომუშავე ავტომობილებზე და ელექტრომობილებს მიანიჭონ უპირატესობა, რაც 100% ეკოლოგიურად სუფთაა.
Bolt-ს მიზნად აქვს 2025 წლისთვის გარემოში ნახშირორჟანგის გამოყოფა 5 მილიონი ტონით შეამციროს. ასევე კომპანიის გეგმებშია ელექტროსკუტერების წარმოების ზრდა, რათა უფრო მეტმა ადამიანმა შეძლოს ტრანსპორტის ამ სახეობით სარგებლობა.
"დღესდღეობით ევროპაში ნახშირორჟანგის 20%-ზე მეტს ავტომობილები გამოყოფენ, რაც ეკოლოგიურ სურათს მკვეთრად აუარესებს. ჩვენ კლიმატის ცვლილების შეჩერების საქმეში პასუხისმგებლობა ავიღეთ. მომავალში ჩვენ სულ უფრო მეტ ელექტრო ავტომობილს, ველოსიპედსა და სკუტერს შემოგთავაზებთ, რომელიც გარემოს სრულებით არ დააზიანებს. იმედი გვაქვს, რომ ჩვენს მაგალითს სხვა კომპანიებიც მიბაძავენ და ყველა ერთად შევიტანთ წვლილს გარემოს დაცვაში" - განაცხადა კომპანიის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა მარკუს ვილიგმა.
აღსანიშნავია, რომ კომპანია Bolt 2013 წელს დაარსდა და დღეისათვის ერთ-ერთ ყველაზე მზარდ სატრანპორტო პლატფორმას წარმოადგენს მსოფლიოში. დღეს Bolt ევროპის მასშტაბით 25 მილიონ მომხმარებელს ემსახურება.