რატომ არაა ეფექტური დღეში 8-საათიანი სამუშაო - Draugiem Group-ის ანალიზი

მეცნიერები აცხადებენ, რომ მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობაში გავრცელებული კვირაში 5 დღე 8-საათიანი სამუშაო განრიგი ნაკლებად ეფექტურია.

8-საათიანი სამუშაო განრიგი 2 საუკუნის წინ ინდუსტრიული რევოლუციის დროს დადგინდა და იმ პერიოდში საუკეთესო ვარიანტად ითვლებოდა. აღსანიშნავია, რომ მაშინ მოსახლეობის უმეტესობა ქარხნებში იყო დასაქმებული და ფიზიკურ სამუშაოს ასრულდა. 200 წლის გასვლის შემდეგ კი ძალიან ბევრი რამ შეიცვალა და დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე სტანდარტულმა სამუშაო განრიგმა პირვანდელი პროდუქტიულობა დაკარგა.

Draugiem Group არის ერთ-ერთი პირველი ორგანიზაცია, რომელიც სამუშაო განრიგს სწავლობს და ამ კუთხით მათ არაერთი ექსპერიმენტი აქვთ ჩატარებული. ისინი საკუთარ თანამშრომლებს აძლევდნენ უფლებას თავად დაეგეგმათ საკუთარი სამუშაო განრიგი და შესვენებები. სამუშაოს პროდუქტიულობის გასაზრდელად ისინი რამდნეიმე რჩევას გვთავაზობენ:

იმუშავეთ 50 წუთი და დაისვენეთ 15 წუთი

არაერთი ექსპერიმენტის შედეგად მათ დაადგინეს, რომ 8-საათიანი სამუშაო დღე 1-საათიანი შუალედით არაეფექტურია და მას გაცილებით სჯობს 50-წუთიანი სამუშოს შემდეგ დაახლოებით 15 წუთი დაისვენოთ. ისინი აცხადებენ, რომ მოკლე და ხშირი შესვენებელი თანამშრომლებს გადაღლის საშუალებას არ აძლევს და ისინი უფრო პროდუქტიულად მუშაობენ.

აიღეთ „ნამდვილი“ შესვენება

Draugiem Group-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ შესვენებების დროს ოფისში დარჩენა და Facebook-ისა თუ ელექტრონული ფოსტის შემოწმება „ნამდვილი“ დასვენება არ არის. ისინი გირჩევენ სრულიად მოწყდეთ კომპიუტერებსა და ტელეფონებს და 15 წუთი უბრალოდ ისეირნოთ.

დაყავით თქვენი სამუშაო დღე ინტერვალებად

იმისათვის, რომ სამუშაო მოსაბეზრებელი არ გახდეს და დრო ეფექტურად გაანაწილოთ, აუცილებელია დღე ინტერვალებად დაყოთ და გეგმები დასახოთ. ამ გზით თქვენ დროს მიზნობრივად გაანაწილებთ და არ მოგიწევთ უქმად ჯდომა და შესვენებამდე დარჩენილი დროის ტყუილად გაფლანგვა.

ნუ გადაღლით ორგანიზმს

დღის რომელიმე მონაკვეთში ნუ იმუშავებთ ძალიან ბევრს და ნუ გადაღლით ორგანიზმს. აიღეთ მოკლე შესვენებები და ორგანიზმს განტვირთვის საშუალება მიეცით. თუ შეამჩნევთ, რომ გადაიღალეთ აუცილებლად დაისვენეთ და არ მოიცადოთ სამუშაოს საბოლოოდ დასრულებამდე.

ბექა ბერიაშვილი