სექტემბრის აქცია „ნიკორას“ სუპერმარკეტებში

„ნიკორას“ სუპერმარკეტების ქსელში აქციის ახალი ეტაპი დაიწყო.

აქციის ფარგლებში კომპანია მომხმარებლებს სხვადასხვა დასახელების პროდუქციაზე განსაკუთრებულ ფასებს სთავაზობს. აქციამ 1 სექტემბერს აიღო სტარტი, მთელი თვის მანძილზე გაგრძელდება და თბილისში, რუსთავში, თელავსა და გურჯაანში მდებარე სუპერმარკეტებს მოიცავს.

ბლინი ყველით, ხსნადი ყავა „ნესკაფე“ კლასიკი და „მაკკოფე“ გოლდი, ნალექიანი ყავა „ჩერი“ კლასიკი, ზეთი „სლობოდა“, მაიონეზი „სლობოდა“, ბადრიჯნის ხიზილალა „არტფუდი“ - ეს იმ პროდუქციის ერთი ნაწილის ჩამონათვალია, რომელზეც „ნიკორას“ ქსელში სექტემბრის განმავლობაში აქცია იმოქმედებს.

აქციის ფარგლებში, „კაიზერის“ ბრენდის „საბავშვო“ სოსისის შეძენის შემთხვევაში „ნიკორას“ სუპერმარკეტებში საჩუქრად „ნატახტარის“ ლომონათს მიიღებთ, კეტჩუპი „კალვეს“ შეძენისას კი საჩუქრად მაიონეზი „კალვე“ გადმოგეცემათ.

ამას გარდა, კომპანიამ ტკბილეულის მოყვარულებსაც შესთავაზა სიახლეები - „ნიკორას“ სუპერმარკეტებში განსაკუთრებულ ფასად შეგიძლიათ შეიძინოთ ნაყინი „სტრაჩატელა,“ კექსი „როიალ ქეიქი“, შოკოლადის ფილა „როსია“, „ნესქვიკი“ და „ნესტლე“.

შეგახსენებთ, რომ „ნიკორა“ საქართველოში ყველაზე წარმატებულ სავაჭრო ქსელს ფლობს. კომპანიის ბრენდის ქვეშ, საქართველოს მასშტაბით, ამ ეტაპზე, 93 სუპერმარკეტი მოქმედებს.

( R )