მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით გაიზარდა 3.6 პროცენტით.
ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო სამეწარმეო სფეროში მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 13.9 პროცენტიანი მატებით, რამაც 3.63 პროცენტული პუნქტით მოახდინა ზეგავლენა მთლიან ინდექსზე.
წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 0.9 პროცენტით. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 0.8 პროცენტიანი ზრდით, რაც 0.49 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე.