ნაკრას ხეობაში მეტ ქართველ ტურისტს ელიან

ნაკ­რა­ში გვყავ­და უცხო­ე­ლი ტუ­რის­ტე­ბი - რუ­სე­ბი, ამე­რი­კე­ლე­ბი, შოტ­ლან­დი­ე­ლე­ბი, სინ­გა­პუ­რე­ლე­ბი; ქარ­თვე­ლე­ბი ნაკ­ლე­ბად.

მეს­ტი­ას რომ აქვს ცნო­ბა­დო­ბა, ასე­თი ნაკ­რას ხე­ო­ბას არ აქვს. ინ­ფორ­მა­ცი­ის ნაკ­ლე­ბო­ბაა ჩვენ­თან და­კავ­ში­რე­ბით - ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მდე­ბა­რე სო­ფელ ნაკ­რა­ში მცხოვ­რებ­მა ეკა ან­სი­ან­მა გა­ნუ­ცხა­და.

ნაკ­რა­ში მცხოვ­რებ­ლე­ბის თქმით, ხე­ო­ბა გა­მორ­ჩე­უ­ლია ტუ­რის­ტუ­ლი მიმ­ზიდ­ვე­ლო­ბით და მსოფ­ლი­ოს სხვადსხვა ქვეყ­ნე­ბი­დან ჩა­მო­სუ­ლე­ბი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბულ­ნი რჩე­ბი­ან ბუ­ნე­ბის სი­ლა­მა­ზით თუ სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე მას­პინ­ძლე­ბით, თუმ­ცა ქარ­თვე­ლებ­მა არც კი იცი­ან, რომ მეს­ტი­ის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე , ქა­ლაქ ზუგ­დი­დი­დან 100 კი­ლო­მეტ­რის სა­ვალ­ზე, ნაკ­რას ულა­მა­ზე­სი ბუ­ნე­ბაა.

ნაკ­რა­ში 7 სა­ძი­ნებ­ლი­ა­ნი სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო აქვს ეკა ან­სი­ა­ნის ოჯახს. მისი თქმით, უკვე ერთი წე­ლია, რაც სას­ტუმ­რო გა­იხ­სნა და სულ და­კა­ვე­ბუ­ლია, ძი­რი­თა­დად უცხო­ე­ლე­ბით. რო­გორც ან­სი­ა­ნი აცხა­დებს, თუ ნაკ­რას ხე­ო­ბას მეტი ტუ­რის­ტი ეწ­ვე­ვა, ად­გი­ლობ­რი­ვებს შე­მო­სა­ვა­ლის წყა­რო გა­უჩ­ნდე­ბათ და ნაკ­ლე­ბად ექ­ნე­ბათ მშობ­ლი­უ­რი მხრი­დან სხვა ად­გი­ლას სა­ცხოვ­რებ­ლად გა­დას­ვლის სურ­ვი­ლი.

„მეს­ტი­ას რომ აქვს ცნო­ბა­დო­ბა, ასე­თი ამ ად­გი­ლებს არ აქვს. ინ­ფორ­მა­ცი­ის ნაკ­ლე­ბო­ბაა ჩვენ­თან და­კავ­ში­რე­ბით. რო­გორც უფ­რო­სე­ბის­გან ვიცი, ადრე ნაკ­რა­ში ალ­პი­ნის­ტე­ბის ბაზა იყო და ნაკ­რას ბევ­რი ტუ­რის­ტი ჰყავ­და, ძი­რი­თა­დად ქარ­თვე­ლე­ბი. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­მეგ­რე­ლო­დან მო­დი­ოდ­ნენ სამ­კურ­ნა­ლო წყლე­ბის გამო. თუ ტუ­რიზ­მი გან­ვი­თარ­დე­ბა მეტი შე­მო­სა­ვა­ლი გაჩ­ნდე­ბა და ადა­მი­ა­ნებს ნაკ­ლე­ბად ექ­ნე­ბათ აქა­უ­რო­ბის და­ტო­ვე­ბის სურ­ვი­ლი,“- აცხა­დებს ეკა ან­სი­ა­ნი.

ძი­რი­თა­დად უცხო­ელ ტუ­რის­ტებს მას­პინ­ძლობს სას­ტუმ­რო „ნაკ­რაც“. რო­გორც მისი მფლო­ბე­ლი ნინო ცინ­დე­ლი­ა­ნი აცხა­დებს, მის უცხო­ელ სტუმ­რებს ბუ­ნე­ბის სი­ლა­მა­ზეს­თან ერ­თად ად­გი­ლობ­რი­ვი სამ­ზა­რე­უ­ლო და წეს-ჩვე­უ­ლე­ბე­ბიც ხიბ­ლავთ.

„ უკვე ერთი წე­ლია, რაც გეს­თჰა­უ­სი გავ­ხსე­ნი. ძი­რი­თა­დად უცხო­ე­ლი ტუ­რის­ტე­ბი მყავს. წელს ვუ­მას­პინ­ძლე სტუმ­რებს ამე­რი­კი­დან, გერ­მა­ნი­ი­დან და უკ­რა­ი­ნი­დან. ძა­ლი­ან მოს­წონთ ბუ­ნე­ბა და ჩვე­ნი სამ­ზა­რე­უ­ლო- კუბ­და­რი, ფეტვის ხა­ჭა­პუ­რი და ჭვიშ­ტა­რი. ვფიქ­რობ, ტუ­რის­ტებ­მა ამ ად­გი­ლე­ბის ნახ­ვას­თან ერ­თად უნდა გა­იც­ნონ აქა­უ­რი ხალ­ხი. სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე, ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი და აბ­სო­ლუ­ტუ­რად სან­დო.

ნაკ­რა­ში ძა­ლი­ან ბევ­რი ტუ­რის­ტუ­ლად მიმ­ზიდ­ვე­ლი ად­გი­ლია, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი არ არის. ამას­თან, მხო­ლოდ ჩვენს ხე­ო­ბა­ში 7-8 სა­ხე­ო­ბის მჟა­ვე წყა­ლია, მი­ნე­რა­ლე­ბის სხვა­დას­ხვა შემ­ცვე­ლო­ბით,“-აცხა­დებს ნინო ცინ­დე­ლი­ა­ნი.

მისი თქმით, ტუ­რის­ტებს გან­თავ­სე­ბი­სა და კვე­ბის გარ­და, ტრან­სპორ­ტით მომ­სა­ხუ­რე­ბა­სა და სა­ცხე­ნოს­ნო ტუ­რებ­საც სთა­ვა­ზო­ბენ გი­დის თან­ხლე­ბით.

ნაკ­რას ერთ-ერთი სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი გიდი, ზუ­რაბ და­დეშ­ქე­ლი­ა­ნი აცხა­დებს, რომ ისურ­ვებ­და მეტ­მა შე­ი­ტყოს ნაკ­რას ხე­ო­ბის შე­სა­ხებ, რად­გან ამ­ჟა­მად ტუ­რის­ტე­ბის სიმ­ცი­რეა.

მისი თქმით, ად­გი­ლი, რო­მე­ლიც ტუ­რის­ტებ­მა ნაკ­რა­ში აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ნა­ხონ ალ­პუ­რი ზო­ნაა, რო­მე­ლიც ზღვის დო­ნი­დან 3000 მ-მდეა და ამ ად­გი­ლი­დან გან­სა­კუთ­რე­ბით კარ­გად მოს­ჩანს იალ­ბუ­ზის მწვერ­ვა­ლი. ასე­ვე ტუ­რის­ტებს ნაკ­რას ხე­ო­ბა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი, 20 მეტ­რამ­დე სი­მაღ­ლის, ქალ­და­ნე­ბის საგ­ვა­რე­უ­ლო კოშ­კის ნახ­ვაც შე­უძ­ლი­ათ, რო­მე­ლიც და­უ­ზი­ა­ნებ­ლა­დაა შე­მო­ნა­ხუ­ლი.

„ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ ნაკ­რას ხე­ო­ბის ტუ­რის­ტულ პო­ტენ­ცი­ალ­სა და ტუ­რიზ­მის წა­ხა­ლი­სე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა­ზე სა­უბ­რობს სს „ნენკრა ჰიდ­როს“ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ოფი­ცე­რი ირი­ნა პეტ­რი­აშ­ვი­ლი. მისი თქმით, ნენ­სკრა ჰე­სის საპ­რო­ექ­ტო კომ­პა­ნია სს „ნენ­სკრა ჰიდ­რო“ ნენ­სკრა­სა და ნაკ­რას ხე­ო­ბე­ბის ტუ­რის­ტუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლის წა­ხა­ლი­სე­ბის მიზ­ნით, აქ­ტი­ურ სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნი­ას მე­დი­ა­სა და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, ივ­ლი­სი­დან ახორ­ცი­ე­ლებს.

„ჩვე­ნი კომ­პა­ნი­ის სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ერთ-ერთი კომ­პო­ნენ­ტია ად­გი­ლობ­რი­ვი ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბა. ზუს­ტად ამას ემ­სა­ხუ­რე­ბა ჩვე­ნი კამ­პა­ნია, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა მეტ­მა ადა­მინ­მა გა­ი­გოს რა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ად­გი­ლე­ბია აქ და რო­გო­რი სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე ხალ­ხი დახ­ვდე­ბათ, რო­დე­საც ჩა­მოვ­ლენ,“ - აცხა­დებს ირი­ნა პეტ­რი­აშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, ნაკ­რას ხე­ო­ბა­ში, რო­მე­ლიც მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს ეკუთ­ვნის, დღეს­დღე­ო­ბით 8 სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს და რამ­დე­ნი­მეს მშე­ნებ­ლო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. სო­ფელს 3 სერ­თი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი გიდი ჰყავს.

ავ­ტო­რი: მა­რი­ამ ტიტ­ვი­ნი­ძე