ბიუჯეტში სანქციებით შესული თანხა 32,4%-ით გაიზარდა

2019 წლის იანვარ-აგვისტოში, სახელმწიფო ბიუჯეტში „სანქციების“ მუხლით შესული თანხა 32,1 მლნ ლარით გაიზარდა.

საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) მიხედვით, 2019 წლის 8 თვეში, სანქციებიდან (საურავები და ჯარიმები) ჯამში 131, 102 მლნ ლარი შევიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 98,970 მლნ ლარი.

საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების მიხედვით, 2019 წლის 8 თვეში ადმინისტრაციული სამართალდარვევების გამო დაკისრებული სანქციებიდან შევიდა 103,884 მლნ ლარი.

რაც შეეხება სხვა დარღვევების გამო დაკისრებული სანქციებიდან ბიუჯეტში შესულ თანხებს, ასე გამოიყურება:

  • საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმებიდან - 82,457, მლნ ლარი;
  • ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროებში დაკისრებული ჯარიმებიდან და საურავებიდან - 1,653 მლნ ლარი;
  • გარემოს დაცვის, ბუნებათსარგებლობის სფეროში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო დაკისრებული სანქციენიდან - 1,686 მლნ ლარი;
  • ავტომობილის გაჩერების წესების გათვალისწინებული მოთხოვნების დაუცველობისათვის დაკისრებული ჯარიმებიდან და საურავებიდან - 1,252 მლნ ლარი;
  • გაცემული სესხების დაფარვის ვადების დარღვევის გამო დაკისრებული სანქციებიდან - 6,350 მლნ ლარი;
  • არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში გამოვლენილი დარღვევის გამო დაკისრებული ჯარიმებიდან და საურავებიდან - 5,870 მლნ ლარი;
  • სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების გამო დაკისრებული სანქციებიდან - 11,491 მლნ ლარი და ა.შ.
ელზა წიკლაური