IHS Markit-ის ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის სექტემბერში ევროზონის 19 ქვეყანაში საქმიანი აქტივობის ინდექსი (Purchasing Managers Index, PMI) 50,4 პუნქტამდე შემცირდა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2013 წლის ივნისის შემდეგ. 2019 წლის აგვისტოში საქმიანი აქტივობის ინდექსი 51,9 პუნქტს შეადგენდა.
50 პუნქტზე ქვემოთ მაჩვენებელი ასახავს აქტიურობის კლებას, მასზე მაღალი ციფირი კი აქტიურობის მატებას.
პირველად იანვრის შემდეგ შეკვეთები საქონელსა და მომსახურებაზე შემცირებულია, თან ეს არის ყველაზე მკვეთრი კლება 2013 წლის ივნისის შემდეგ.
მომსახურების სფეროში PMI შემცირებულია არსებული 53,5 პუნქტიდან 52-მდე, ამ სექტორში ზრდის მაჩვენებელი მინიმალური იყო 8 თვის განმავლობაში.
ამასთან, წარმოების სექტორში PMI შემცირებულია 47-დან 45,6 პუნქტამდე, რაც ბოლო 83 თვის მინიმუმია.
ამასთან, ბიზნესის საქმიანი პერსპექტივის განწყობა 12 თვის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია და 2012 წლის დონეს უტოლდება. კვლევამ აჩვენა, რომ სიფრთხილე ნარჩუნდება სავაჭრო ომების, გეოპოლიტიკური რისკების, ბრექსიტისა და ზოგადად ეკონომიკური ზრდის შენელების გამო როგორც ადგილობრივ, ასევე გლობალურ ბაზარზე.
ამის ფონზე კი ევროზონაში დასაქმების ზრდის მაჩვენებელი შემცირებულია და 2015 წლის დონეზეა.