„დოიჩე ველე“ - დეზინფორმაციის გამავრცელებელი ვებ-გვერდები 200 მილიონ აშშ დოლარზე მეტს გამოიმუშავებენ

დეზინფორმაციის გამავრცელებელი ვებ-გვერდები 200 მილიონ აშშ დოლარზე მეტს გამოიმუშავებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველეს“ ინგლისური რედაქცია ავრცელებს.

მისივე ინფორმაციით, სარეკლამო შემოსავალს იღებენ ისეთი ვებ-გვერდები, რომელთა არასანდოობის საკითხიც ცნობილია და არასანდო წყაროდ მიიჩნევიან, თუმცა მილიონობით დოლარის გამომუშავებას მაინც ახერხებენ.

„მიუხედავად რეგულაციების შესახებ დაწყებული საუბრისა, საკითხის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას მთელი ინდუსტრიის ჩართულობა სჭირდება“, - წერს „დოიჩე ველე“.

აღსანიშნავია, რომ ასეთი ვებგვერდები შემოსავლებს მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიებისგანაც იღებენ. როგორც გამოცემის მიერ მომზადებულ სტატიაშია ნათქვამი, Global Disformation Index-ის კვლევის თანახმად, დაახლოებით, 20 000 ვებ-გვერდი ყოველწლიურად 235 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის თანხას გამოიმუშავებს.

„მართლაც, რეკლამებიდან მიღებულმა შემოსავალი დეზინფორმაციის გამავრცელებელი ვებ-გვერდების არსებობას უწყობს ხელს. გასულ წელს, აშშ-ის პრეზიდენტის დონალ ტრამპის ყოფილმა მრჩეველმა და მემარჯვენე იდეოლოგიის მიმდევარმა სტივ ბენონმა რეკლამირებიდან მიღებული შემოსავალი მთავარ ფინანსურ წყაროდ დაასახელა“, - წერს „დოიჩე ველე“.

შემდგომი გამოიძიების საფუძვლზე, „დოიჩე ველემ“ აღმოაჩინა, რომ ისეთ დეზინფორმატორ ვებ-გვერდებს, როგორიც არის Twitchy და Zero Hedge, რეკლამირებისთვის გერმანიის უმსხვილესი კომპანიები უხდიდნენ.

„ასეთი კომპანიები არიან სარკინიგზო ოპერატორი „დოიჩ ბანი“, ავტომწარმოებელი „ოპელი“, „დოიჩ ტელეკომი“, „პოსტბანკი“ და სხვები. გარდა იმისა, რომ კომპანიები ფულს დეზინფორმაციის გავრცელებაში აბანდებენ, ეს ფაქტი დღეს ციფრული რეკლამირების სფეროში არსებულ პრობლემასაც წარმოაჩენს“, - აღნიშნულია სტატიაში.

საინვესტიციო კომპანია „ზენიტის“ ინფორმაციით, 2019 წელს კომპანიებმა ციფრულ რეკლამირებაში 84 მილიარდი აშშ დოლარი დააბანდეს.

კომპანიები პროდუქციის ციფრული რეკლამისთვის ხშირად მიმართავენ ისეთ კომანიებს, როგორიცაა „გუგლი“, „ამაზონი“ და “ეფ ნექსუსი“. ციფრული რეკლამა ბრენდსა და მის გამავრცელებლებს შორის ერთგვარი გაცვლის საშუალებას წარმოადგენს და ის რთულ კომპიუტერულ სისტემაზეა დამყარებული. ამასთან, ეს ეკოსისტემა გამჭვირვალობის სიმცირეს განიცდის და ინდუსტრიის მკვლევარები ხშირად მას „ველურ, ველურ დასავლეთს“ უწოდებენ.

მიმდინარე წლის ივლისში დიდი ბრიტანეთის მონაცემთა დაცვის რეგულატორმა ინდუსტრიასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა და განაცხადა, რომ ის რეგულირებას საჭიროებდა.

როგორც „დოიჩე ველე“ წერს, გერმანიის მთავრობის მიერ ივნისში გამოქვეყნებულ ანგარიშშიც ეწერა, რომ ციფრული რეკლამირების სფერო პრობლემურია და დაურეგულირებელი არ უნდა დარჩეს. ამასთან, ანგარიშში საუბარი იყო იმ პრობლემებზეც, რომელიც შეიძლება დეზინფორმაციის გავრცელებამ მომავალშიც გამოიწვიოს. ამ დეზინფორმაცია შეიძლება როგორც პოლიტიკური, ისე სოციალური და ეკონომიკური მიმართულებით გართულებებიც მოიტანოს.

გერმანიამ დაიწყო მცდელობები, რომ ებრძოლოს ისეთ არალეგალურ კონტენტს, როგორიც არის სიძულვილის ენა და ძალადობის წახალისება. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამ პროცესში გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხი დგება, ამიტომ მთავრობს ანგარიში უფრო მეტი დისკუსიის მომხრეა. ისინი საზოგადოებას სთავაზობენ დისკუსიას იმის შესახებ, სხვადსხვა პლატფორმის ოპერატორები და სარეკლამო გაცვლები რეგულატორის ჩარჩოში უნდა მოექცნენ თუ არა.

თუმცა, როგორც გამოცემა წერს, ყველას სულაც არ მიაჩნია, რომ ეს პრობლემას გადაჭრის. აღნიშნული ვებგვერდების შემოსავლების წყაროს შემცირების ეფექტურ გზად სარეკლამო შემოსავლების მიღების შემცირება წარმოადგენს.

მარიამ მენაბდიშვილი