საფრანგეთში ფარმაცევტული გიგანტის Servier-ის წინააღმდეგ ხმაურიანი სასამართლო პროცესი დაიწყო. BBC-ის ინფორმაციით, კომპანიას წინასწარი განზრახვის გარეშე 500 ადამიანის მკვლელობაში ედება ბრალი.
საქმე ეხება მედიკამენტ „მედიატორს“, რომელიც გასული საუკუნის 70-იან წლებში ჭარბი წონის მქონე დიაბეტით დაავადებული პაციენტებისთვის შეიქმნა. ამ მედიკამენტს მოგვიანებით გახდომის ნებისმიერ მსურველს უწერდნენ.
გამოძიებას მიაჩნია, რომ ფარმაცევტული კომპანია პაციენტებს წამლის გვერდითი მოვლენების შესახებ არ აფრთხილებდა. კვლევები აჩვენებს, რომ ამ წამლის მიღების გამო გარდაცვლილთა რაოდენობა 2 ათას კაცს აჭარბებს. თავად ფარმაცევტული კომპანია Servier-ი ამ ციფრებს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ წამლის გამო ადამიანების გარდაცვალების მხოლოდ 3 დადასტურებული შემთხვევაა.