ბრიტანული ტურისტული კონცერნის Thomas Cook-ის დახურვა თურქეთში ტურისტულ ნაკადებს წლიურ 600-700 ათასამდე შეამცირებს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერსთან“ ინტერვიუში თურქეთის სასტურმოების ფედერაციის პრეზიდენტმა ოსმან აიკმა განაცხადა.
„ამ მომენტისთვის Thomas Cook-ის მეშვეობით თურქეთში ბრიტანეთიდან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩვენ გვსტუმრობს 45 ათასი ტურისტი. ამ კომპანიის მუშაობის შეწყვეტა კი შეამცირებს ტურისტულ ნაკადს წლიურ 600-700 ათასით“, - განაცხადა მან.
მისივე თქმით, ბრიტანულ კომპანიას თურქეთში პატარა სასტუმროების ვალიც აქვს - 100-200 ათასი გირვანქა სტერლინგის ოდენობით , შესაბამისად შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ისინიც ზარალდებიან.
როგორც გუშინ გახდა ცნობილი, 1841 წელს დაარსებულმა მსოფლიოს ერთ-ერთმა უძველესმა ტურისტულმა კომპანიამ Thomas Cook-მა თვითლიკვიდაცია გამოაცხადა. კომპანიამ შესაბამისი განცხადებით მიმართა ბრიტანეთის უზენაეს სასასმართლოს, რომელმაც საარბიტრაჟო მმართველი უნდა დანიშნოს.