ერთ-ერთი სიცილიური მუნიციპალიტეტი უცხოელებს ბინის შეძენაში ეხმარება - სახლის ყველაზე დაბალი ფასი კი მხოლოდ ერთი ევროა. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა BBC წერს.
2019 წლის დასაწყისში პატარა სიცილიურმა ქალაქმა, რომელსაც სამბუკა ეწოდება, მოსახლეობისგან დაცლის პრობლემის აღმოფხვრის გზად მიტოვებული სახლების ერთ ევროდ გაყიდვა დაასახელა.
ევროპის სხვა პატარა ქალაქების მსგავსად, სამბუკასაც დეპოპულაციის პრობლემა ექმნებოდა, რადგან ადგილობრივები სოფლიდან დიდ ქალაქებში გადადიოდნენ საცხოვრებლად. საბოლოოდ, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაცია პატარა ქალაქებისა და სოფლების დაცლის პრობლემის წინაშე დადგა და გადაწყვიტა, გლობალური ბაზრისთვის სახლებზე მინიმალური ფასები შეეთავაზებინა, რაც ახალი ხალხის მოზიდვას შეუწყობდა ხელს.
როგორ BBC წერს, ამან გაამართლა, რადგან მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული განსხვავებული პროფესიების მქონე ადამიანები - მხატვრები, მოცეკვავეები, მუსიკოსები და სხვა, მიტოვებულ სახლებს ახალ სიცოცხლეს ჩუქნიან. განახლების ინვესტისტიცია საერთაშორისო მყიდველებს საშუალებას აძლევს, ახალ ადგილს დაუძახონ სახლი.
სამბუკას მერის ლეონარკო ჩაკოს განცხადებით, ძალიან მოხარულია, მიტოვებული სახლები რომ ახალ სიცოცხლეს იძენს.
„ამ ყველაფერმა შესანიშნავად იმუშავა“, - განუცხადა მან BBC-ის.