რომან გოცირიძე - დაგროვებითი საპენსიო სისტემა ხდება დამატებითი ტვირთი ბიუჯეტისთვის

დაგროვებითი საპენსიო სისტემა ხდება დამატებითი ტვირთი ბიუჯეტისთვის,- ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობას არასწორი პრიორიტეტები აქვს და ფულს ფლანგავს.

"თუ 175 მილიონით იზრდება (საპენსიო სისტემის დაფინანსება), ეს იმას ნიშნავს, რომ ეს თანხა შეიძლებოდა წასულიყო თუნდაც დღევანდელი პენსიის ზრდაზე. ამ ფონდში ფულის ჩარიცხვა ნიშნავს დღეს აუცილებლად საჭირო პენსიის გაზრდის შეფერხებას. ეს არის ფულის ფლანგვა და არასწორი პრიორიტეტების დასახვა. დღეს საჭიროა ადამიანების გადარჩენა შიმშილისგან," - განაცხადა რომან გოცირიძემ.