კომპანია Google-მ მსოფლიოში ყველაზე მძლავრი კვანტური კომპიუტერი შექმნა, რომელსაც ბევრად უფრო სწრაფად შეუძლია იმუშაოს, ვიდრე ამ დროისთვის ყველაზე მძლავრ კომპიუტერს სახელწოდებით - Summit კომპანიისგან IBM. ამის შესახებ, Financial Times-ი წერს.
როგორც გამოცემა წერს, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მსოფლიოში ყველაზე მძლავრი კომპიუტერი შექმნილია, გაჩნდა NASA-ს ვებ-გვერდზე, თუმცა ეს ინფორმაცია მოგვიანებით წაშალეს. მიუხედავად ამისა, გამოცემის ჟურნალისტებმა მოასწრეს გაცნობოდნენ აღნიშნულ მასალას.
მასალაში წერია, რომ აღნიშნული კომპიუტერი ამუშავებს იმ ტიპის ინფორმაციას 3 წუთსა და 20 წამში, რომლის დამშავებას ამ დროისთვის ყველაზე მძლავრი კომპიუტერი Summit მოანდომებს 10 ათას წელს.
მკვლევარების განცხადებით, ამ დროისთვის არ არის საუბარი კომპიუტერის კომერციული მიზნებისთვის გამოყენებაზე. მათივე თქმით, იმისათვის, რომ კვანტური კომპიუტერები მასიური გახდეს, წლებია საჭირო.