Ford-ი ევროპაში 322 000 ავტომობილს იწვევს

კომპანია Ford-ი ევროპის მასშტაბით 322,000 ავტომობილს უკან იწვევს. ამიზ მიზეზი კი მის ელემენტების სისტემაში მჯავას გაჟონვის შედეგად პოტენციური აალების რისკი სახელდება.

გაწვევას ექვემდებარებიან მოდელები Mondeo, S-Max და Galaxy, რომლებიც 2014 წლის თებერვლიდან 2019 წლის თებერვლამდე არის წარმოებული.

როგორც „როიტერსი“ წერს, ელემენტების სისტემიდან მჟავას გაჟონვა ელემენტების ტერმინალზე ნეგატიურ ეფექტს იქონიებს, ის გადახურდება და აალების პოტენციურ საფრთხეს ქმნის.

გერმანიაში კომპანია 101 000 ავტომობილს გაიწვევს, დიდ ბრიტანეტში - 56 000, სწორედ ეს ქვეყნებია კომპანიისთვის მნიშვნელოვანი ბაზრები. დანარჩენი ავტომობილების გაწვევა კი სხვა ქვეყნებში მოხდება.

ცნობისათვის, Mondeo სედანს, S-Max და Galaxy მინივენებს კომპანია ესპანეთში მდებარე ქარხანაში აწარმოებს.

კოკა კვირკველია