Bloomberg-ზე 1 დოლარი 2,9830 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 16:30 საათზე ერთი დოლარი 2,9830 ლარად ივაჭრება.პლატფორმაზე ვაჭრობა 2. 9678 კურსით დაიწყო.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსით, დღეს ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9737 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2684 ლარია.ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.