რომან კაკულია ლარის კურსზე - ეროვნული ბანკის ჩარევა მნიშვნელოვანია - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ კურსი 3-ს არ გასცდეს

ეროვნული ბანკის ჩარევა მნიშვნელოვანია, რადგან 3 ძალიან რთული, ფსიქოლოგიური ეფექტის მქონე ციფრია. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სამს არ გასცდეს. ეს ძალიან რთული, ფსიქოლოგიური ბარიერია და ეს პრიორიტეტი უნდა იყოს ეროვნულო ბანკისთვის, - ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებით განაცხადა.

რომან კაკულიას თქმით, ეროვნულმა ბანკმა პოლიტიკა კვლავ უნდა გაამკაცროს, რომ სტაბილურობა იქნას შენარჩუნებული, თუმცა მისივე თქმით, ამან შესაძლოა, ბიზნესი რისკის ქვეშ დააყენოს.

„მივესალმები, რომ ეროვნულმა ბანკმა ნაბიჯი გადადგა. თუ საჭირო იქნება, კიდევ ერთხელ უნდა ჩაერიოს, თუმცა გასაგებია, რომ ეს იმპორტის შემცირებას გამოიწვევს. ბიზნესი ასეთ შემთხვევაში შეიძლება გარკვეული რისკების წინაშე დადგეს, მაგრამ სამწუხაროდ, ამ წუთას სხვა არჩევანი არ არსებობს. სჯობს, ვიფიქროთ ახლა ლარის სტაბილიზაციაზე, თუმცა ამის ფასი შეიძლება იყოს გარკვეული წნეხი ბიზნესზე, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს დასტაბილურება ამ ნაკლოვანებებს გამოასწორებს",-განაცხადა კაკულიამ.

რომან კაკულიას განცხადებით, ლარის გაუფასურება საგარეო ფაქტორებით არის გამოწვეული, რადგან საგარეო მოცემულობა პირველი შემაფერხებელია ინვესტიციების მოზიდვის საკითხში.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9808 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9759 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9738 ლარი გახდა