„ანტრეკოტში“ გაუყინავი ხორცისგან დამზადებული გემრიელი მზა კერძებისა და ნახევარფაბრიკატების შეძენა მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ

ხორცპროდუქტების მაღაზია „ანტრეკოტი“ ნედლი ხორცის შემდეგ მომხმარებელს მზა პროდუქტებსაც სთავაზობს. ახალი ხორცისგან დამზადებული სტეიკის, „კუპატდოგის“, ბუჟენინას, ქაბაბის თუ სხვა პროდუქტის შეძენა მსურველებს ფალიაშვილის 82-ში მდებარე მაღაზიაში უკვე შეეძლებათ.

მზა საკვების მენიუ ძირითადად ხორცზე იქნება აგებული, რომელსაც ანტრეკოტი სპეციალური პროცედურის მიხედვით არჩევს და იღებს, რომ მუდმივად ახალი და გარანტირებულად ხარისხიანი იყოს.

„ჩვენი მაღაზია ცოცხალი ხორცით პირდაპირ ფერმებიდან მარაგდება, ჩვენთან ვერ იყიდით გაყინულ ხორცს და ვერც გაყინული ხორცისგან დამზადებულ პროდუქტებს. ყველაფერს ვამზადებთ ახალი ხორცისგან. ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ პროდუქცია მზადდება ყოველგვარი ცხიმის გამოყენების გარეშე. გვაქვს გერმანული ბრენდის „რაციონალის“ ღუმელები, სადაც „ფრისაც“ კი ზეთის გარეშე ვაკეთებთ. ამიტომაც არის ჯანსაღი ჩვენი პროდუქტები. სწორედ ახალი ხორცი, მისგან დამზადებული პროდუქცია და ჩვენი ტექნოლოგია გამოარჩევს „ანტრეკოტს““, - განაცხადა ოთარ ჩოჩუამ, „ანტრეკოტის“ დამფუძნებელმა.

ასევე გაუყინავი ხორცისგან ამზადებს „ანტრეკოტი“ ნახევარფაბრიკატებს - ხინკალი, პელმენი, კატლეტი.

28 სექტემბერს, 14:00 საათიდან ფალიაშვილის 82-ში მაღაზიის წინ „ანტრეკოტი“ უბნის მოსახლეობისთვის და დაინტერესებულებისთვის ახალი, სატესტო მენიუს დეგუსტაცია მიმდინარეობს. მსგავს ღონისძიებებს „ანტრეკოტი“ რეგულარულად მოაწყობს და მოსახლეობიდან მიღებული უკუკავშირით აპირებს მენიუს დახვეწასაც.

კიდევ ერთი რამ, რაც „ანტრეკოტს“ სხვა მსგავსი სავაჭრო ობიექტებისგან გამოარჩევს ისაა, რომ ფაქტობრივად, დიასახლისს მაღაზიაში ჰყავს პირადი ყასაბი. მართალია, ხორცის მაღაზიებში მეხორცეს ყველგან შეხვდებით, თუმცა ყასაბს, რომელიც დიასახლისს საჭიროების შემთხვევაში კერძის მომზადებაში ეხმარება, არსად. „ანტრეკოტის“ ყასაბი კი ყოველთვის მზადაა, რომ საკუთარ კლიენტს დაეხმაროს.

„ანტრეკოტი“ რამდენიმე თვის წინ „სინერჯი კაპიტალის“ პორტფელური კომპანია გახდა. პარტნიორები აცხადებენ, რომ აპირებენ ქსელის გაფართოებას და ონლაინ გაყიდვის სერვისის განვითარებას.