გიორგი ქადაგიძე EBRD-ის პრეზიდენტს შეხვდება

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ხვალ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდება.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, გიორგი ქადაგიძე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს სერ სუმა ჩაკრაბარტის საქართველოს ოფიციალური დელეგაციის ლონდონში ვიზიტის ფარგლებში შეხვდება.

მხარეები საქართველოს საფინანსო სექტორში არსებულ მდგომარეობას განიხილავენ. საუბარი იქნება იმ პროექტების შესახებ, რომლებიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებით საქართველოში ხორციელდება.

სერ სუმა ჩაკრაბარტისთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა EBRD-ის 2015 წლის ყოველწლიური შეხვედრის საქართველოში გამართვის მნიშვნელობის შესახებ მსჯელობას.