ტანსაცმლის ამერიკული ბრენდი Forever 21 გაკოტრებას აცხადებს

ტანსაცმლის ამერიკული ბრენდი Forever 21 გაკოტრებას აცხადებს. როგორც გამოცემა Guardian-ი წერს, ლოს-ანჯელესში რეგისტრირებული კომპანია აღმოჩნდა იმ მოთამაშეებს შორის, რომლებმაც ონლაინ ვაჭრობაზე გადასვლა ვერ შეძლეს.

2017 წლის დასაწყისიდან აშშ-ში მოქმედი 20-ზე მეტმა საცალო მოვაჭრემ Sears Holdings Corp-ისა და Toys ‘R’ Us-ის ჩათვლით, გაკოტრების დოკუმენტები გააფორმეს, რადგან მომხმარებელთა უმეტესობა ონლაინ მოვაჭრეების სერვისების გამოყენებაზე გადავიდა. მაგალითად, Amazon-ის.

Guardian-ის ინფორმაციით, Forever 21 1984 წელს დაფუძნებული კომპანიაა, რომელსაც 57 ქვეყანაში 815 მაღაზია აქვს. გასულ კვირას მოდის სფეროში ცნობილმა რითეილერმა განაცხადა, რომ ოქტომბრის ბოლოს იაპონიაში 14 მაღაზიას დახურავს. ყველაზე მეტი მაღაზიის დახურვას კომპანია ევროპასა და აზიაში გეგმავს, თუმცა მექსიკასა და ლათინურ ამერიკაში ოპერირებას განაგრძობს.

დელავერის შტატის სასამართლოს ინფორმაციით, კომპანია აქტივები და ვალდებულებები სია 1 მილიარდი აშშ დოლარიდან 10 მილიარდ აშშ დოლარამდე შედგება. რითეილერის თქმით, კომპანიამ 275 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსება JPMorgan Chase Bank-ისგან მიიღო, ხოლო 75 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის კაპიტალი TPG Sixth Street Partners-სგან, დანარჩენი კი მათთან აფილირებული ფონდებისგან.

Forever 21 აცხადებს, რომ ამ ფონდებთან ერთად ოპერირებას გააგრძელებს და შეძლებს, მომგებიანი ბრუნვა ჰქონდეს.

მარიამ მენაბდიშვილი