ბაზარზე გულის ფორმის საზამთრო გამოჩნდა

უკრანულმა კომპანიამ ბაზარზე გულის ფორმის საზამთრო წარმოადგინა. საუბარია, შპს „დუნაის ფერმერზე“, რომელსაც მეურნეობა ოდესის ოლქში აქვს და უკვე რამდენიმე წელია, რაც ორგანულ პროდუქციას აწარმოებს.

როგორც East fruit წერს, კომპანიას საზამთროსთან ერთად ასევე მოჰყავს, ორგანული ბოსტნეული, ხილი და მარცვლეული. მანამდე კი, ბაზარზე კვადრატული ფორმის საზამთროც წარმოადგინა.

როგორც „დუნაის ფერმერის“ ხელმძღვანელი აცხადებს, უკრაინის ბაზარზე კვადრატული ფორმის საზამთროზე ძალიან დიდი მოთხოვნა იყო, ამ ეტაპზე კი, გულის ფორმის პროდუქტის რეალიზაციის ტენდენციას აკვირდებიან.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, კომპანია ორგანული პროდუქციის, მათ შორის საზამთროს ევროპის მიმართულებით ექსპორტს გეგმავს. მანამდე, „დუნაის ფერმერმა“ ევროპაში ორგანული მარცვლეულის, პომიდვრის, მზესუმზირის და ბარდას ექპორტი უკვე განახორციელა.

ნინი ქეთელაური