საქართველოში კაკლის იმპორტი 3-ჯერ გაიზარდა - როდის შეძლებენ ადგილობრივი მწარმოებლები ქვეყანაში არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილებას

რეგიონის ქვეყნებს შორის, საქართველო კაკლის ყველაზე აქტიური მომხმარებელია. მეტიც, როგორც East fruit წერს, ქვეყანა ვერ აკმაყოფილებს შიდა ბაზარზე არსებულ მოთხოვნას, რის გამოც იმპორტის მოცულობა ყოველწლიურად იზრდება. კერძოდ, ბოლო 3 წლის განმავლობაში, საქართველოში ნიგოზის იმპორტი, თითქმის 3-ჯერ გაიზრადა და უკვე 5, 061 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

საქართველოში იმპორტირებული კაკლის 93% უკრაინაზე მოდის; 4,1% უზბეკეთზე, 1,9% - ყირგიზეთზე, 0, 8 % - ჩინეთიზე და აშ.

მიუხედავად ამისა, ადგილობრივი ფერმერები აცხადებენ, რომ მომდევნო რამდენიმე წელში ეს სურათი შესაძლოა, სრულიად შეიცვალოს და ქვეყნის მიერ წარმოებული კაკლის მოცულობამ, ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნები დააკმაყოფილოს.

ამასთან, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორამციით, 2015 წლიდან ქვეყანაში კაკლისა და ნუშის ბაღები 1, 572,4 ჰექტარზე გაშენდა, საიდანაც 60%-ზე მეტი ნიგოზზე მოდის.

ფერმერები უკვე წინასწარ ეძებენ გასაღების ბაზრებს და საკმაოდ ოპტიმისტურად განწყობლები არიან.

შპს „პადემის“ დაფუძნებელი, მიხეილ ავალიანი, რომელმაც სახელმწიფო პროექტის დახმარებით, 2015-2016 წელებში 15 ჰექტარ ფართობზე ბაღები მუხრანის ტერიტორიაზე გააშენა, 6-7 ტონა მოსავლის წარმობას გეგმავს. მისი შეფასებით, 2021-22 წლებში საქართველო უკვე შეძლებს ადგილობრვი მოთხოვნის დაკმაყოფილებას, რაც თავის მხრივ გავლენას იქონიებს ფასების დარეგულირებაზეც.

„ის გარემოება, რომ მიწოდების გაზრდით, კაკლის ფასი შემცირდება, გარდაუვალია. მაგალითად, შარშან შევიძინე კაკლი, რომელშიც 28 ლარამდე გადავიხადე, თუმცა მომავლში ასეთი მაღალი ფასი აღარ იქნება“,-აცხადებს მიხეილ ავალიანი, რომელიც მიმედოვნებს, რომ ფასების შემცირების მიუხედავად, მოსვალის რეალიზაციის კუთხით პრობლემები არ იქნება.

„პირველ რიგში, მე ვიმუშავებ ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, მაგრამ სამომავლოდ ვგეგმავ ექსპორტსაც. უკვე მოლაპარაკებებსაც ვაწარმოებ იტალიელ და გერმანელ მეწარმეებთან“,-აცხადებს მიხელ ავალიანი.

მისივე ინფორმაციით, ამჟამად ბაზარზე იმპორტირებული კაკლის საბითუმო ფასი 14 ლარიდან 20 ლარამდე მერყეობს.

ნინი ქეთელაური