"ყველა წინაპირობაა შექმნილი იმისთვის, რომ წლის ბოლომდე ლარი გამყარებისკენ წავიდეს"

ყველა წინაპირობაა შექმნილი იმისთვის, რომ წლის ბოლომდე ლარი გამყარებისკენ წავიდეს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ლარის კურსზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც მაჭავარიანი ამბობს, უკვე გატარებული ღონისძიებების გარდა, ეროვნულ ბანკს კიდევ აქვს დაგეგმილი სხვა ტიპის ზომების გატარება ლარის კურსის გამყარების მიზნით.

„ლარზე იცით, რომ ეროვნულმა ბანკმა გარკვეული ქმედებები განახორციელა. მას კიდევ აქვს დაგეგმილი როგორც ვიცი სხვა ტიპის ზომების მიღება, რომელზეც ალბათ თვითონ განაცხადებენ. შესაბამისად, მე ოპტიმისტურად ვუყურებ ლარის ნაწილს. ყველა წინაპირობაა, რომ წლის ბოლომდე ლარმა დაიწყოს გამყარებისკენ სვლა. შეიძლება ერთი თვეა გაიწელა ეს პროცესი, მაგრამ ეკონომიკის ფუნდამენტური მაჩვენებლები, იძლევა საფუძველს, რომ ჩვენ გვქონდეს ლარის გამყარებისკენ სვლის მოლოდინი", - განაცხადა მაჭავარიანმა.

პაატა შეშელიძე ლარის კურსზე - მონეტარული პოლიტიკა არ არსებობს, ეს არის ქაოსური გადაწყვეტილებები, რომლებიც კორუფციას უფრო ემსახურება, ვიდრე ეკონომიკური განვითარების ინტერესებს
ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ლარსის სასაზღვრო პუნქტზე პრობლემა რუსულ მხარესაა და ქართულ მხარეს მუშაობა აბსოლუტურად გამართულია
რომან კაკულია ლარის კურსზე - ეროვნული ბანკის ჩარევა მნიშვნელოვანია - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ კურსი 3-ს არ გასცდეს