2020 წელს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი დაფინანსება მცირდება. ამის შესახებ 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტშია აღნიშნული.
პროექტის მიხედვით, მთავრობის ადმინისტრაციისთვის გამოყოფილი დაფინანსება შეადგენს 16 მილიონ 500 ათას ლარს. ეს მაჩვენებელი მიმდინარე წელს 16 მილიონ 800 ათას ლარს შეადგენდა.
ამასთან, მთავრობის ადმინისტრაციაში დასაქმებულ პირთა რაოდენობა უცვლელი რჩება. 2020 წელს, 2019 წლის მსგავსად, ადმინისტრაციაში დასაქმებული იქნება 227 ადამიანი. გარდა ამისა, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მიმდინარე წელთან შედარებით 230 ათასი ლარით მცირდება მთავრობის ადმინისტრაციაში შრომის ანაზღაურებისთვის გამოყოფილი თანხა.
გარდა ამისა, 10 მილიონით მცირდება, ასევე, მთავრობის სარეზერვო ფონდისთვის გამოყოფილი დაფინანსება. 2019 წელს მთავრობის ადმინისტრაცია 50 მილიონი ლარით დაფინანსდა, 2020 წელს კი ეს მაჩვენებელი 40 მილიონი ლარი იქნება.