2018 წელს სახელმწიფო კომპანიების ზარალი 160 მილიონი ლარით, 805,3 მლნ ლარამდე გაიზარდა - ამის შესახებ 2020 წლის ბიუჯეტის კანონის პროექტის დანართშია აღნიშნული.
დოკუმენტის თანახმად, 2018 წლის ზარალის მეტი წილი მოდის ისეთ კომპანიებზე, როგორიცაა „საქართველოს რკინიგზა“, „ენერგოტრანსი“, საქართველოს მელიორაცია, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, მარაბდა-კარწახის რკინიგზა.
ამასთან, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ, ენგურჰესმა 2018 წლის საანგარიშო წელი მოგებით დაასრულეს.
ჯამურად, ყველაზე დიდი - 609 მილიონი ლარის ზარალი საპარტნიორო ფონდს ჰქონდა, ძირითადი მიზეზი კი ფონდის შვილობილ საწარმოებში დაფიქსირებული უარყოფითი შედეგებია.