ნათია თურნავა ფოთის საზღვაო ნავსადგურის საქმიანობას გაეცნო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ფოთის საზღვაო ნავსადგურის საქმიანობას გაეცნო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, მინისტრმა დაათვალიერა საპორტო ინფრასტრუქტურა და ნავსადგურის ხელმძღვანელობისგან მოისმინა ინფორმაცია პორტის საქმიანობისა და საკონტეინეტო გადაზიდვების სტატისტიკის შესახებ.

ამასთან ნათია თურნავამ, ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილთან და ხელისუფლებისა და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ფოთში, „პეის ტერმინალსის“ ტერიტორიაზე ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაწყებისა და სიმბოლური კაფსულის ჩადების საზეიმო ღონისძიებაში. პროექტი აშშ-ის მთავრობის კერძო საინვესტიციო კორპორაციამ (OPIC) 50 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციით დააფინანსა და თავისი სიდიდიდან და პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე, ეს არის OPIC - ის მიერ, საქართველოსა და მთელს კავკასიის რეგიონში საინვესტიციო პროექტებზე განხორციელებული ყველაზე დიდი დაფინანსება.

ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს პრეზიდენტი - ფოთში ახალი ტერმინალის პროექტის არსი არის ის, რომ საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი გაიზარდოს
"ფოთის ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა არის 500 ახალი სამუშაო ადგილი და 500 კმაყოფილი ოჯახი"
მადლენ ოლბრაიტი - ფოთის პორტის გაფართოების პროექტი იმის მანიშნებელია, თუ რისი მიღწევა შეუძლიათ აშშ-ს და საქართველოს ერთად მუშაობის პირობებში