ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ფოთის საზღვაო ნავსადგურის საქმიანობას გაეცნო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, მინისტრმა დაათვალიერა საპორტო ინფრასტრუქტურა და ნავსადგურის ხელმძღვანელობისგან მოისმინა ინფორმაცია პორტის საქმიანობისა და საკონტეინეტო გადაზიდვების სტატისტიკის შესახებ.
ამასთან ნათია თურნავამ, ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილთან და ხელისუფლებისა და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ფოთში, „პეის ტერმინალსის“ ტერიტორიაზე ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაწყებისა და სიმბოლური კაფსულის ჩადების საზეიმო ღონისძიებაში. პროექტი აშშ-ის მთავრობის კერძო საინვესტიციო კორპორაციამ (OPIC) 50 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციით დააფინანსა და თავისი სიდიდიდან და პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე, ეს არის OPIC - ის მიერ, საქართველოსა და მთელს კავკასიის რეგიონში საინვესტიციო პროექტებზე განხორციელებული ყველაზე დიდი დაფინანსება.