თბილისის მერიამ კიდევ 6 ოჯახს ბინები 1 ლარად დაუკანონა

თბილისის მერიამ კიდევ 6 ოჯახს ბინები 1 ლარად დაუკანონა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ბინების დაკანონების პოლიტიკას მერია მომავალშიც გააგრძელებს.

„6 ოჯახს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცემა საცხოვრებელი ფართები. ეს პროექტი დიდი ხანია დაწყებული გვაქვს, ძალიან ბევრი ოჯახი გავაბედნიერეთ და მინდა მათ მივულოცო. ამ 6 ოჯახიდან 4 ცხოვრობს საინგილოს ქუჩის 55 ნომერში, 1 ღოღობერიძის 47-ში, 1 მე-3 მასივის მე-2 კვარტალში. ვულოცავ ამ ოჯახებს, ჩვენ ამ პროექტს არ ვტოვებთ, ვაგრძელებთ და ყველა იმ ადამიანს დავეხმარებით, ვისაც ეს პრობლემა აწუხებს. მათ უნდა მიმართონ გამგეობებს, გამგებლები მზად არიან თანამშრომლობისთვის, რომ ხელი შევუწყოთ და გავაბედნიეროთ ეს ადამიანები“, - განაცხადა კალაძემ.