პარლამენტის ნდობის ჯგუფის დღევანდელ სხდომაზე ფინანსთა მინისტრს მოუსმენენ

საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფის დღევანდელ სხდომაზე ფინანსთა მინისტრს, ივანე მაჭავარიანს მოუსმენენ.

ნდობის ჯგუფის სხდომაზე „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის იმ ნაწილს განიხილავენ, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ, სპეციალურ პროგრამებსა და სახელმწიფო ბიუჯეტში ამ პროგრამებისათვის გასათვალისწინებელ თანხებს ეხება.

ნდობის ჯგუფის სხდომა 21:00 საათზეა ჩანიშნული.