3 ოქტომბერს, 14:30 საათზე, „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში“ ბიზნეს სექტორი საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ მომზადებულ „საქართველოს შრომის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პაკეტს განიხილავს და პოზიციებს წარადგენს.
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ შესატანი ცვლილებების პაკეტი შეეხება შემდეგ საკითხებს:
განხილვის პროცესს "საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის" იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელი შალვა ცხაკაია წარუძღვება.
შეხვედრაზე კომპანიების წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ წარმოადგინონ თავიანთი მოსაზრებები და შენიშვნები აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც წარედგინება შესაბამის სტრუქტურებს.