კომპანია „აპო მოტორსის“ ახალი სერვისცენტრი გაიხსნა

კომპანია „აპო მოტორსის“ სერვისცენტრის პრეზენტაცია 29 სექტემბერს შედგა.

„აპო მოტორსი“ წარმოადგენს ქართულ კომპანიას, რომელიც მომხმარებელს ავტოპროდუქტების და ავტოტექმომსახურების სრულ ასორტიმენტს სთავაზობს.

კომპანია SWD Rheinol - ის ექსკლუზიური პარტნიორია საქართველოში და თანამშრომლობს მსოფლიოს ისეთ ბრენდებთან როგორებიცაა: ALCO Filter, M-Filter, FEDERAL, KETER , FREMAX, და სხვა.

„აპო მოტორსი“ საშუალებას აძლევს მომხმარებელს, მიიღოს მაღალი ხარისხის სწრაფი მომსახურება.

იგი 2014 წელს როგორც ავტომობილების საპოხი საშუალებების მოვაჭრე პატარა მაღაზია დაარსდა და დღეს უკვე ერთ-ერთ ძლიერ ორგანიზაციას წარმოადგენს, რომლის მომსახურება როგორც მსუბუქი ავტომობილების, ასევე სატვირთო ავტომობილების, ავტობუსებისა და სამშენებლო ტექნიკის სერვისს მოიცავს.

სერვის ცენტრის მისამართია თბილისი, ბელიაშვილის 115.

(R)