აუქციონზე 10 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ექვსმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 28 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი - 9.200 პროცენტით, მაქსიმალური - 9.320 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 9.284 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონურმა განაკვეთმა 9.514 პროცენტი შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.